ტრენინგი იყო ნაყოფიერი ჩემთვის, რადგან გავიხსენე თუ როგორ იქმნება ბლოგი. გავეცანი 21ე საუკუნის უნარ ჩვევები,რაც არის ნამდვილად მნიშვნელოვანი და საკმაოდ რთულია ამ საკითხთან მუშაობა და მოითხოვს დიდ ძალისხმევას; გავეცანით ჩექლისტს.
დღეს შევისწავლეთ და განვიხილეთ პროექტით მუშაობის სისტემატური შეფასებისა და მონიტორინგის პრინციპები. შეფასების რა მეთოდები დაეხმარება მოსწავლეებს სწავლის პროცესის გაანალიზებაში.თუ რა მეთოდების გამოყენებით შეიძლება შესწავლილი მასალის გაგების ხარისხისა და ცოდნის წარმოჩენის შეფასება და რა ინდიკატორების მეშვეობით მივაღწევთ მიზნებს.
ამ მოდელში ვიმუშავეთ სასწავლო პროექტების გეგმებზე სადაც გამოვყეთ სტანდარტები.სტანდარტზე დაყრდნობით მიზნების შედგენას დავეუფლეთ.შევისწავლეთ თუ როგორ განვსაზღვროთ შეფასების ფორმები,შევქმენი შეფასების რუბრიკები რამაც გამიმარტივა სამომავლოდ მუშაობა რადგან უკვე ნათელი გახდა თუ რა პრინციპებით უნდა შევადგინო.გავეცანი სასარგებლო ვებსაიტებს.
ამ მოდულის გაცნობა საკმაოდ საინტერესო და დამაფიქრებელი აღმოჩნდა ჩემთვის, რადგა უამრავი რაღაც რაც მე ვთვლიდი რო არ არის მნიშვნელოვანი პირიქით მნიშვნელოვანი ყოფილა და ის რასაც ვთვლიდი რო დიდი დრო არ უნდა დამეხარჯა მზგავს დეტალებზე აქაც შეცდომებს ვუშვებდი.მართლაც რო რთულია 21 საუკუნის სააზროვნო უნარების განვითარება. ახლა უკვე ნათელია თუ როგორ უნდა გამოვიყენო ტექნოლობიებიც. მოსწავლეები მზგავს პროექტებში ჩემსგან ელოდებოდენ შეფასებებს ახლა კი სრულიად შეიცვალე ყველაპერი რამაც დადებითი შედეგი გამოიღო.
Comments
Post a Comment